style ხშირად დასმული კითხვები საიტის დამზადებასთან დაკავშირებით - Smart Web
ხშირად დასმული კითხვები

დომენი (.ge, .com და სხვა)
სად შეიძინოთ დომენი, რამდენია გადასახადი და მნიშვნელობა აქვს თუ არა .com და .ge დომენს?
სად შეიძინოთ დომენი?
.ge დომენის შეძენა შეგიძლიათ ვებ გვერდზე Registration.ge
.com დომენის შეძენას გირჩევთ ვებ გვერდზე OnlyDomains.com

რამდენია გადასახადი?
.ge დომენის წლიური საფასურია 30 ლარი.
.com დომენის წლიური საფასური მუდმივად მერყეობს და საშუალოდ შეადგენს $9-ს.

მნიშვნელობა აქვს თუ არა .com და .ge დომენს?
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია "არა, საიტი მაინც იგივენაირი იქნება". სინამდვილეში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
რამდენიმე მთავარი დეტალია - SEO ოპტიმიზაცია და მომხმარებლის დამოკიდებულება ვებ გვერდის მიმართ, რადგან დომენის დაბოლოებაში ჩანს კომპანიის სამიზნე ქვეყანა.
.com დომენით გამოიხატება გლობალური მიმართულება.
.ge დომენით კი, საქართველო (GEorgia).
ჰოსტინგი (ვებ სივრცე)
რა მოცულობა დაგჭირდებათ, სად შეიძლება შეიძინოთ და თუ ამოიწურება მოცულობა, რა მოხდება?
რა მოცულობა დაგჭირდებათ?
ჰოსტინგის სივრცის საწყისი მოცულობაა 1GB, რომელიც საწყის ეტაპზე საინფორმაციო და საპრეზენტაციო ვებ საიტისთვის უმეტესად საკმარისია.
გაითვალისწინეთ, რომ ვებ გვერდზე კორპორაციული მეილებიც ჰოსტინგის მოცულობას იყენებენ.

სად შეიძლება შეიძინოთ?
ჩვენი ჰოსტინგის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი დამკვეთებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის.

თუ ამოიწურება მოცულობა, რა მოხდება?
ჰოსტინგის სივრცის ამოწურვისას მარტივად შეიძლება მისი გაზრდა, რამდენიმე წუთში.
ვებ გვერდის დიზაინი
შაბლონებს ვიყენებთ თუ უნიკალურ დიზაინს ვხატავთ და რამდენ ხანში?
შაბლონებს ვიყენებთ თუ უნიკალურ დიზაინს ვხატავთ?
ჩვენ გუნდში გვყავს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერები და ჩვენი მიზანია ყოველი პროექტის ვიზუალი იყოს უნიკალური და გამორჩეული.

რამდენ ხანში იხატება საიტის დიზაინი?
დიზაინის დახატვის დრო ინდივიდუალურია, პროექტის სირთულიდან გამომდინარე. დიზაინის შექმნის დრო დაახლოებით სრული პროექტის დროის 25%-ია.
დამატებითი ინფორმაციისთვის
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@smartweb.ge
იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი
დაგვირეკეთ 591 901 100 ან ჩვენ დაგიკავშირდებით