style Facebook გვერდის რეკლამა (591 901 100) Facebook რეკლამა - Smart Web
Facebook მომსახურება - ქოვერის დამზადება, ბანერების დამზადება, აპლიკაციების დამზადება


Facebook რეკლამა

Facebook რეკლამა არის თქვენი კომპანიის წარმატების გარანტი

პირველ რიგში, საჭიროა განისაზღვროს კომპანიის მიზნები ზოგადად და კომპანიის პოზიციონირების სტრატეგია სოციალურ ქსელში.
ამის შემდეგ მოხდება სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა სქესის, ასაკის, ადგილმდებარეობის, ოჯახური მდგომარეობის, საქმიანობის სფეროსა და ინტერესების მიხედვით, რაც საშუალებას მოგვცემს თქვენი Facebook გვერდის მართვა იყოს მაღალ შედეგობრივი, გაიზარდოს ცნობადობა და სამიზნე აუდიტორიაში გავაჩინოთ თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის მოთხოვნა ან მოლოდინი.

სამიზნე აუდიტორიის შერჩევის პროცესში შეიძლება თქვენი სერვისების მიხედვით სხვადასხვა სასურველი აუდიტორიის განსაზღვრა და შემდეგ მოხდება ამ აუდიტორიების მიხედვით სოციალური მედია სტრატეგიის ჩამოყალიბება და თქვენთან შეთანხმება.

სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს Facebook გვერდისა და პოსტების ბრენდირება წინასწარ განსაზღვრული სტილით, რომელიც ექნება გვერდის ქავერს, პროფილის სურათს და თითოეული პოსტის სურათს, ანიმაციასა თუ ვიდეოს.

შეირჩევა თემატური პოსტები, რომლებიც იქნება საინტერესო, სახალისო ან საინფორმაციო, გვერდის მიზნებიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე. დამუშავდება შესაბამისი ფოტოსურათები ან დაიხატება თემატური სარეკლამო ბანერები.

სტრატეგიიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე წინასწარ იქნება განსაზღვრული თუ დღის რომელ საათებში დაიპოსტოს ან გარეკლამდეს ამა თუ იმ ტიპის პოსტი (ფოტო, ვიდეო, სიახლე).



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საიტის დამზადებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 591 901 100
ან გვითხარით თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით
დამატებითი ინფორმაციისთვის
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@smartweb.ge
იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი
დაგვირეკეთ 591 901 100 ან ჩვენ დაგიკავშირდებით
office