Our Clients

Branding, Corporate Design

ბრენდინგი

ბრენდინგი წარმოადგენს კომპანიის იდენტობას, რომელზე დაფუძნებითაც ხორციელდება მისი მომდევნო განვითარება და საქმიანობა. განისაზღვრება საკომუნიკაციო ენა, ვიზუალი, დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ.
ამ ვიზუალითა და კომუნიკაციით კომპანიის საქმიანობის შესახებ წარმოდგენა უყალიბდებათ მათაც კი ვისაც არ აქვთ კომპანიასთან უშუალო შეხება და ზუსტად მათზე დადებითად მოქმედებს წარმატებული ბრენდინგი, რომ ისინი მომავალში გახდნენ ამ კომპანიის მომხმარებლები.


ვიზუალური ბრენდინგი

კომპანიის ვიზუალური იდენტობის შექმნას ეწოდება ვიზუალური ბრენდინგი. ეს აუცილებელია კომპანიისთვის, რომელსაც კომუნიკაცია და შეხება აქვს თავის მომხმარებლებთან, ნებისმიერ სექტორში.

ვიზუალური ბრენდინგით იქმნება ერთი ვიზუალის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა ელემენტები, რომელსაც კომპანია თავისი საქმიანობის განმავლობაში იყენებს. ეს შეიძლება იყოს სავიზიტო ბარათები, კონვერტები, კალმები და სხვა.

საერთო სტილის მქონე ელემენტებით ანუ "დაბრენდილი" ელემენტებით კომპანია ხდება მიმზიდველი და მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი.


ბრენდბუქი

ბრენდბუქი წარმოადგენს ბრენდინგში შემავალი ელემენტების გამაერთიანებელ ფაილს, სადაც მოცემულია მათი რეალურ გარემოში გამოყენების მაგალითები და წესები.

ბრენდბუქში მოცემულია გამოყენებული ფერები, ფონტები, სტრუქტურები და სტილები, ლოგო და მისი კონცეფცია, ასევე სხვა ელემენტებში ბრენდ იდენტობის გამოყენების მაგალითები.


ლოგობუქი

ლოგობუქი ლოგოს გარშემო არსებული წესებისა და ვიზუალების გამაერთიანებელ ფაილს წარმოადგენს. სადაც მოცემულია ფერები, ფონტები, ზომები, კონცენფცია, ლოგოს გამოყენების მაგალითები და წესები.


ვიზუალურ ბრენდინგში შემავალი პუნქტები:



ჩვენი შექმნილი ბრენდინგი და ვიზუალები:








Full Portfolio



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბრენდინგზე დაგვიკავშირდით:
591 40 00 11 or 2 110 105
or send us your phone number and we will contact you





For More Info
Email us at info@smartweb.ge
Latest Projects
Websites
Logotypes
  • M&K Exteriors Inc.
  • Prime TV
  • Dami Construction
  • Agro Effect
  • Wine Brand Ziaruli
  • Archibuilders
  • Wine Brand Collection
  • Hotel Rustaveli
  • Soso Around The World

Branding
  • M&K Exteriors Inc. Branding
  • Kmotors Branding
  • Wine Company Collection Branding
  • Hotel Rustaveli Branding
  • Activate Activism
  • Fresh Food Delivery Avocado

Smart Academy • სმარტ აკადემია SVLA Banner office