ხშირად დასმული კითხვები

სამუშაო საათები/დღეები
 
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 19:00-მდე
ვებ გვერდი უკვე მაქვს, შემიძლია ვისარგებლო სხვა მომსახურებით?
 
რა თქმა უნდა, Smart Web-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ, როგორც ცალკეული სერვისის მომსახურებით, ასევე ყველა სერვისით ერთად.
დომენები .ge .com და სხვა
სად შეიძინოთ დომენი, რამდენია გადასახადი?
სად შეიძინოთ დომენი?
.ge დომენის შეძენა შეგიძლიათ ვებ გვერდზე Registration.ge
.com დომენის შეძენას გირჩევთ ვებ გვერდზე OnlyDomains.com

რამდენია გადასახადი?
.ge დომენის წლიური საფასურია 30 ლარი.
.com დომენის წლიური საფასური მუდმივად მერყეობს და საშუალოდ შეადგენს $9-ს.
მნიშვნელობა აქვს თუ არა .com და .ge დომენს?
 
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია "არა, საიტი მაინც იგივენაირი იქნება". სინამდვილეში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

დომენის შერჩევისას რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი - SEO ოპტიმიზაცია და მომხმარებლის დამოკიდებულება ვებ გვერდის მიმართ, რადგან დომენის დაბოლოებაში ჩანს კომპანიის სამიზნე ქვეყანა.
.com დომენით გამოიხატება გლობალური მიმართულება.
.ge დომენით კი, საქართველო (GEorgia).

ამის მიხედვით მომხმარებელს ექმნება წარმოდგენა ვებ-გვერდზე - ლოკალური კომპანიაა თუ გლობალური.
იგივენაირად საზღვრავენ საძიებო სისტემები ვებ-გვერდის სამიზნე აუდიტორიას.
ჰოსტინგი (ვებ სივრცე)
რა მოცულობა დაგჭირდებათ, სად შეიძლება შეიძინოთ და სხვა...
რა მოცულობა დაგჭირდებათ?
ჰოსტინგის სივრცის საწყისი მოცულობაა 1GB, რომელიც საწყის ეტაპზე საინფორმაციო და საპრეზენტაციო ვებ საიტისთვის უმეტესად საკმარისია.
გაითვალისწინეთ, რომ ვებ გვერდზე კორპორაციული მეილებიც ჰოსტინგის მოცულობას იყენებენ.

სად შეიძლება შეიძინოთ?
ჩვენი ჰოსტინგის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი დამკვეთებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის.

თუ ამოიწურება მოცულობა, რა მოხდება?
ჰოსტინგის სივრცის ამოწურვისას მარტივად შეიძლება მისი გაზრდა, რამდენიმე წუთში.
ვებ გვერდის დიზაინი
შაბლონებს ვიყენებთ თუ უნიკალურ დიზაინს ვხატავთ და რამდენ ხანში?
შაბლონებს ვიყენებთ თუ უნიკალურ დიზაინს ვხატავთ?
ჩვენ გუნდში გვყავს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერები და ჩვენი მიზანია ყოველი პროექტის ვიზუალი იყოს უნიკალური და გამორჩეული, ამიტომ არ ვიყენებთ შაბლონებს.

რამდენ ხანში იხატება საიტის დიზაინი?
დიზაინის დახატვის დრო ინდივიდუალურია, პროექტის სირთულიდან გამომდინარე. დიზაინის შექმნის დრო დაახლოებით სრული პროექტის დროის 25%-ია.








For More Info
Email us at info@smartweb.ge
Latest Projects
Websites
Logotypes
  • M&K Exteriors Inc.
  • Prime TV
  • Dami Construction
  • Agro Effect
  • Wine Brand Ziaruli
  • Archibuilders
  • Wine Brand Collection
  • Hotel Rustaveli
  • Soso Around The World

Branding
  • M&K Exteriors Inc. Branding
  • Kmotors Branding
  • Wine Company Collection Branding
  • Hotel Rustaveli Branding
  • Activate Activism
  • Fresh Food Delivery Avocado

Smart Academy • სმარტ აკადემია SVLA Banner office